ხრაშუნა ჩიპსები - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გასახვევი მრგვალი ლავაშები ერთმანეთზე დააწყვეთ და დაჭერით რვა ნაწილად. ცალკე ჯამში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ნიორის ფხვნილი ან 1 კბილი კარგად დაკეპილი ნიორი, ორეგანო და ცოტა ქონდარი. კარგად მოურიეთ.

გაახურეთ ღუმელი 200 C-მდე. რომ გახურდება, საცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. ლავაშის ნაჭრები ამოავლეთ ზეთის მასაში და შემდეგ დააწყვეთ საცხობ დაფაზე. შეეცადეთ რომ ლავაშის ნაჭრებზე ზედმეტად ბევრი ზეთი არ დარჩეს. თუ გსურთ, შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა მარილიც. ღუმელში გააჩერეთ დაახლ. 4-5 წუთი. როგორც კი ლავაშის ნაჭრები ფერს იცვლიან, გამოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ და ისე მიართვით.

ჩიპსებთან ერთად გემრიელია გუაკამოლე, სალსა და მსგავსი საწებლები.