გემრიელი.ge-ს შესახებ
 

Gemrieli.ge-ს შესახებ

Gemrieli.ge არის გემრიელი რეცეპტების პორტალი, რომლის ავტორი გახლავთ მოყვარული მზარეული, ნინო თავაძე. თავდაპირველად, ვებ გვერდი და ფეისბუკის გვერდი შეიქმნა იმ მიზნით, რომ ავტორს მეგობრებისთვის გაეზიარებინა ახლად მომზადებული კერძები და დესერტები. თუმცა დაინტერესება თანდათან უცხო მკითხველისგანაც გაიზარდა. შესაბამისად, თანდათან დაემატა ვებ გვერდს სიახლეებიც. მკითხველს უკვე შეუძლია გამოაგზავნოს გემრიელი.ge-ს რეცეპტის მიხედვით მომზადებული კერძის ან დესერტის სურათი, რჩეულო ფოტოები კი მოხვდება მკითხველთა გალერეაში. ასევე, მკითხველს შეუძლია გამოიწეროს სიახლეები და პერიოდულად, ელ-ფოსტით მიიღებს ინფორმაციას კულინარიასთან დაკავშირებულ სიახლეების შესახებ, რაც შეიძლება, რომ მკითხველისთვის იყოს საინტერესო. გემრიელი.ge პერიოდულად შემოგთავაზებთ კულინარიულ კონკურსებს მოყვარულებისთვის, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის ახალი კერძების და დესერტების მომზადებას. სულ მალე ამოქმედდება გემრიელი.ge-ს არხი youtube-ზე, სადაც შემოგთავაზებთ ვიდეო რეცეპტებსაც.

ვებ გვერდზე გთავაზობთ ისეთ რეცეპტებს, რაც ავტორს თავადვე მოუმზადებია. თითოეულ რეცეპტს თან ახლავს მზადების პროცესში გადაღებული ფოტო მასალაც, რაც მკითხველს ეხმარება განსაზღვროს, თუ როგორ გამოიყურება კერძი ან დესერტი მზადების პროცესში. თუ რომელიმე კონკრეტული საავტორო რეცეპტია გამოყენებული, ასევე მითითებული წყაროც. ზოგადად, გემრიელი.ge-ს ავტორისთვის მნიშვნელოვანია საავტორო უფლებები, რაც უკავშირდება რეცეპტებს და ფოტო მასალას. მკითხვესაც, გულითადად გთხოვთ, არ გამოიყენოთ გემრიელი.ge-ს მასალები წყაროს მითითების გარეშე.

გემრიელი.ge არის მხოლოდ ინტერნეტ პორტალი და (ჯერჯერობით) არ გამოსცემს ჟურნალს ან სხვა რაიმე ტიპის პუბლიკაციას.